საზოგადოება ქართველი ექიმები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან – შეთანხმებას სალომე ზურაბიშვილმა ვატიკანში ვიზიტისას მიაღწია 18 ივნისი, 2021 ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს.