ირაკლი კობახიძე: „მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, ამიტომ სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად“
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
