„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა. ქადაგიშვილის განცხადებით, კრამონმა „ვერ მოითმინა“ და „ომის პარტიის“ ტექსტებით დაიწყო საუბარი.
"ამ შანსების გასაზრდელად საჭიროა იმის შესრულება, რაზეც უკვე შევთანხმდით - ასოცირების შეთანხმება, შარლ მიშელის შეთანხმება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, საარჩევნო კანონმდებლობა, პარლამენტში ოპოზიციური პარტიების უფლებების გაზრდა" - აცხადებს ევროპარლამენტარი.
ეს რა, მსხვერპლის დადანაშაულებაა?! გულწრფელი რომ ვიყო, შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ ვინმეს ასე შეეძლო ფაქტების ინტერპრეტაცია, - აცხადებს ევროპარლამენტარი.