„საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა“ - ამის შესახებ ნათქვამია საპროკურორო საბჭოს ინფორმაციასი.
დღეს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს: დავით ბარბაქაძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს გაესაუბრნენ.