ვიდეო: ვრცელდება აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ახალი კადრები
სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მორიგი ვიდეო ვრცელდება.
სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მორიგი ვიდეო ვრცელდება.
საუბარია აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რისი ამსახველი ვიდეოც საზოგადოებას ლაშა გაბიტაშვილმა თავად გაუზიარა.
ვიდეოში ასახულია ფიზიკური დაპირისპირება, ფიგურანტები კი უმრავლესობის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე არიან.
„ამ ყველაფერს, ბოლოს, რა თქმა უნდა, პასუხი გაეცემა“ - ამბობს ვიქტორ სანიკიძე.
ვითარების განმუხტვა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გახდა შესაძლებელი.