კლიჩკო: მტერი სულ უფრო უახლოვდება დედაქალაქს, ჩვენ ვემზადებით, კიევს დავიცავთ
"მტერი უამრავ ტყუილს ავრცელებს, იმისთვის, რომ უკრაინელები გატეხოს. ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას. ჩვენ ვიბრძოლებთ", - ამბობს კლიჩკო.
"მტერი უამრავ ტყუილს ავრცელებს, იმისთვის, რომ უკრაინელები გატეხოს. ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას. ჩვენ ვიბრძოლებთ", - ამბობს კლიჩკო.
კლიჩკო კიეველებს მიმართავს და ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.
„ამჟამად ვითარება შემაძრწუნებელია, გაზვიადების გარეშე."
უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ზოგიერთ რაიონში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული.
"ეს უნდა გავაკეთო, სხვა არჩევანი არ მაქვს, ჯარისკაცები გახდნენ დედაქალაქის მაცხოვრებლებიც" - ამბობს კიევის მერი.