ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ომანიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა პირველი სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. აღნიშნული რეისით საქართველოში დაბრუნდა მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილიც.
„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად“ - აცხადებენ უწყებაში.