მისი განმარტებით, კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და საზღვრის დამცველებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურ განხორციელებას.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ღირებულებით უფსკრულს“, რომელშიც, მისი შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაციის დღევანდელი მმართველები არიან.
„ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია