„მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება შარშან, მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების განხორციელება და „შემდგომი ნაბიჯები [რეგიონში] სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.“
პუტინის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის მიერ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით.
„რუსმა სამხედროებმა შეიმუშავეს მოწინააღმდეგის თავდასხმის საპასუხო მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა“, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.