პუტინის ახალი განკარგულება – უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების შვილები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
"თითოეული ჩვენი ჯარისკაცის გარდაცვალება გამოუსწორებელი დანაკლისია ნათესავებისა და მეგობრებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. სახელმწიფო, რეგიონები, საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ" - თქვა პუტინმა.
