დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია: ვოლოდიმირ ზელენსკი
როგორც ზელენსკი Telegram არხზე წერს, უკრაინელებმა მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.
როგორც ზელენსკი Telegram არხზე წერს, უკრაინელებმა მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.
ზელენსკის თქმით, ევროკომისიამ უკრაინის მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეფასება ძალიან მალე უნდა დაიწყოს.
მისივე განმარტებით, დღეს იზუმში საერთაშორისო ჟურნალისტები ჩავლენ, რადგან მსოფლიომ იცოდეს რა ხდება რეალურად.
„ამ ადგილებს ერთი და იგივე კვალი აქვს. ახალი ვერაფერი ვნახე“ - თქვა იზიუმში ჩასულმა პრეზიდენტმა.
„ბოლო თვეები ძალიან რთული იყო თქვენთვის, ამიტომ გთხოვთ: გაუფრთხილდით საკუთარ თავს, თქვენ ხართ ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.