“ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მათ უარი განაცხადეს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზეც.
ოპოზიციის დეპუტატებს, თუ მათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, აქვთ საშუალება, კვორუმი შეკრიბონ და თავმჯდომარეც აირჩიონ. თუმცა, ჯერჯერობით, ვერც ერთი სხდომა ვერ ჩატარდა.