მისი განცხადებით, საქართველოში ჩამოსული ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა არა მხოლოდ ფარმა ბაზარი, ჯანდაცვის სექტორიც, დასკვნის პირველ აბზაცშივე წერენ, რომ საქართველოში წამალის ხარისხი რთულად დასადგენია და შემდეგ უკვე ფასი.
„წამლების ფინანსური ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქრონიკული ავადმყოფებისთვის ვისაც ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტი, არის უდიდესი პრობლემა“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.