მინისტრს თქმით, სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტროს მხრიდან უსწრაფესად იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
წითელა ისეთ გართულებებს იწვევს, როგორიცაა: სმენის დაქვეითება, ენცეფალიტი, ოტიტი და სხვა, სწორედ ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მოსახლეობას დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებს
დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.