მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
გაწვევის მიმდინარე ეტაპზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით გაწვეულ პირთა რაოდენობით თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი კვოტა სრულად დაკმაყოფილდა.