წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა.
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდ დიღომში წყალმა საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულებზეც შეაღწია და ერთ-ერთი კორპუსის გადახურვაც დააზიანა.