გადაუღებელმა წვიმებმა და მდინარეების ადიდებამ ინდოეთში საავტომობილო გზები და სახლები დააზიანა. ამასთან, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს სრულიად არის მოწყვეტილი.
ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, 54 ადამიანი დაიღუპა მაჰარაშთრას შტატში მომხდარი მეწყერის გამო, ხოლო 57 ადამიანი წყალდიდობას ემსხვერპლა გონდიასა და ჩანდრაპურის რეგიონებში.