სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, ცხრა სადგურზე ახორციელებდა და 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე სამი წერტილი.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად შემოწმდება ზღვის წყლის ხარისხი, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან“ - ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
„ახლა ზღვის წყლის ტემპერატურა პიკს აღწევს, მონაცემები გარკვეულწილად შეცვლილია, თუმცა არავითარ შემთხვევაში ნორმასაც არ უახლოვდება“ - აცხადებს „ფორტუნასთან“ ნუგზარ პაპუნიძე.