„არ დაიჯეროთ, მათ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება ელემენტარულ დონეზე არ აქვთ. ერთი დაწესებულებიდან მეორეში ისე ვერ გადავლენ, პატრონებს რომ არ შეეკითხონ.“
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს კითხვით, თუ რატომ არ ჩანან საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად.