LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

XI მოწვევის პარლამენტი

მამუკა მდინარაძე: „ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს, ვერ წარმოვიდგენდი – როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, მანდატის შეწყვეტაზე პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო“

„არ დაიჯეროთ, მათ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება ელემენტარულ დონეზე არ აქვთ. ერთი დაწესებულებიდან მეორეში ისე ვერ გადავლენ, პატრონებს რომ არ შეეკითხონ.“

თაკო ჩარკვიანი: „სად ხართ ოპოლიდერებო? აქ ვერ გხედავთ უკვე 3 თუ 4 საათია?! რაღაცა უთხარით ხალხს, რაღაც სამომავლო!!!“

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს კითხვით, თუ რატომ არ ჩანან საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად.

პრეზიდენტი: „შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“

ამის შესახებ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნულით დღეს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მამუკა მდინარაძე: „ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ“

მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი პირები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს.