ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.
ყაზახეთში სამი ათასამდე რუსეთის სამხედრო გაიგზავნა. კონტინგენტში შედიან ასევე სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსიდან, სომხეთიდან და ტაჯიკეთიდან. ტაჯიკეთის სამხედროებიც რუსეთის თვითმფრინავებით ჩაიყვანეს ყაზახეთში.