ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ ადამიანებს, რომელთაც ნარკოტიკის მიღება და მისგან სიამოვნების მიღება სურთ, ურჩევს კარგად დაფიქრდნენ, რომ მოხმარებას სავალალო შედეგი არ მოჰყვეს.
„ეს ეყრდნობა ჩემ პირად გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რასაც ვისმენ და აქედან გამომდინარე მიწევს გავაფრთხილო საზოგადოება იმ საშიშროებაზე, რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს“