"გუშინდელი მდგომარეობით, მსგავსი დოკუმენტაცია არ ყოფილა შემოტანილი, სატელეფონო საუბარი იყო რომ შემოიტანდნენ დოკუმენტაციას" - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
"სასტუმროში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის და მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროში განთავსებული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით და თითოეულ ადამიანს, თუ ამის საჭიროება აქვს, 45 ლარით" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.