ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ჩვენების თანახმად, ის შატალოვას სთხოვდა შვილი მისთვის მიეცა, ვინაიდან ბერიძის თქმით, შვილს „კვირებით არ ნახულობდა და შესაბამისად არ უვლიდა.“
25 წლის მოკლული გოგოს, ანასტასია შატალოვას უფლებადამცველის განცხადებით, ბინა კი სადაც გარდაცვილი შვილთან ერთად ცხოვრობდა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მიერ იყო ნაქირავები.
„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვეა, საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზურა ბერიძემ.