ინფორმაციას ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ჩიკვილაძე ავრცელებს და წერს, რომ საუბარია გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთსა და გიორგი ჩიტაიას ჩიხზე.
''მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, რამდენჯერმე შევხვდით ამ ოჯახებს და არაერთხელ განვუმარტეთ, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დატოვებენ სხვის საკუთრებას''. - ზურაბ ჩიკვილაძე