პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე წერს და აღნიშნავს, რომ პუნქტების საჭიროება ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით დადგა.
გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებს ფონად გასდევს იმ მოქალაქეების მიმართვა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რეგიონებში ვიზიტის დროს მშვიდობისა და აღმშენებლობისთვის მადლობას უხდიდნენ.
"ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი და ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე" - წერს ჯაფარიძე.