როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯს არ გადადგამს, ვიდრე მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება, ამას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა.
„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთში, ჩვენგან ელოდებიან ერთობას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელისუფლების ცვლილებას“.
„როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ, მაგრამ რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, ისინი მათ გარშემო ხალხს და საზოგადოებას ვერ გააერთიანებენ.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.