„ჩვენი მეგობრებისგან იყო იდეა, რომ შეიქმნას ფორმატი, რომელიც მათ კომუნიკაციას ჩვენთან გაამარტივებს, რომ ადვილად გაიგონ ოპოზიციის ხედვებთან დაკავშირებული საკითხები.“
აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ გააკეთა.