შვეიცარიაში, ზამთრის კურორტ კრან-მონტანაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 12 მოთხილამურეს ეძებენ. ამის შესახებ შვეიცარიული მედია იუწყება.
პოლიცია ადასტურებს, რომ ზვავი ადგილობრივი დროით 14:15 საათზე ჩამოწვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თოვლის ქვეშ, სავარაუდოდ, 10-12 ადამიანია მოყოლილი. თუმცა, მათი ზუსტი ოდენობა არ არის დაკონკრეტებული.