„მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
როგორც მან პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, აბიტურიენტებს, გასული წლების მსგავსად, წელსაც არ ექნებათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას შეზღუდვა.