როგორც ასათიანი წერს, ეს ლექსი „გარიყულ, დავიწყებულ და ტკივილის მატარებელ ადამიანებს“ ეძღვნება და პირველად სწორედ ამ ტექსტით შეიყვარა რატიანის შემოქმედება, სანამ პირადად გაიცნობდა.
მესმის, არაფერს კითხულობს ბევრი, არავის ვკიცხავ ამისთვის, ამიტომ არ იცნობს თანამედროვე დიდ პოეტებს, თეატრის მსახიობებს ვერ ცნობს, რადგან თეატრში არ დადის, მუსიკოსებს ვერ ცნობს, რადგან გასართობი შოუების გარდა არაფერს უსმენს...