LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორტუნა აკადემია

ჩაანაცვლებს თუ არა მანქანური ინტელექტი ადამიანურ ინტელექტს – ზეინეპ ტუფეკჩის რეკომენდაციები

დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის მანქანური ინტელექტის შესახებ. ამბობენ, რომ შეიძლება მან ადამიანური ინტელექტი ჩაანაცვლოს. რამდენად ვდგავართ აღნიშნული საფრთხის წინაშე - ამის შესახებ TED-ზ სპიკერმა ზეინეპ ტუფეკჩიმ ისაუბრა.  იგი ამბობს, რომ მანქანური ინტელექტი ჩვენი აწმყოა. ადამიანები იყენებენ მას სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებისას. ზეინეპ ტუფეკჩის აზრით, მოაზროვნე მანქანებმა შესაძლოა  ისეთი შეცდომები დაუშვან, რომელიც ადამიანებისთვის არაა დამახასიათებელია. ამიტომ  მანქანური ინტელექტით კადრების შერცევა, მისთვის მიუღებელია. 

“დაახშეთ  შინაგანი კრიტიკა” – ისააკ ლიდსკის რეკომენდაციები

სპიკერმა ისააკ ლიდსკიმ მხედველობა დაკარგა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თავისი ცხოვრება კვლავაც საინტერესო ყოფილიყო და მიზნებისთვის მიეღწია. ლიდსკი მიიჩნევს, რომ ადამიანების მიუღწეველი სრულყოფილებისკენ მიისწრაფიან და საკუთარ თავს შეზღუდვებს უწესებენ.

თქვენი საქმე სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ – კენ რობინსონის რეკომენდაციები

ქენ რონინსონი მიიჩნევს, რომ ადამიანები არასათანადოდ იყენებენ საკუთარ ნიჭს. როგორც მან TED-ზე გამოსვლისას ისაუბრა, საქმე  სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ და გიყვარდეთ. რობინსონი ფიქრობს, რომ ოცნებები მიზნად უნდა გაიხადოთ და აიხდინოთ. მისივე თქმით, ბევრი ადამიანი საკუთარი საქმიანობისგან ვერ იღებს სიამოვნებას. 

რატომ არ უნდა ისაუბროთ თქვენს მიზნებზე ხმამაღლა – დერეკ სივერსის რეკომენდაციები

სპიკერი დერეკ სივერსი მიიჩნევს, რომ მიზნებზე არ უნდა ისაბროთ ხმამაღლა. მან TED-ზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მიზნების გამხელა სხვისთვის, მას ნაკლებად მისაღწევს ხდის. სივერსი ამბობს, რომ ამასვე მოწმობს ფსიქოლოგიური კვლევები.

არ შეგეშინდეს შეცდომის დაშვების – უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

ამერიკელი ინვესტორი და ბიზნესმენი უორენ ედვარდ ბაფეტი მიიჩნევს, რომ შეცდომის დაშვების არ უნდა გეშინოდეს. მისი თქმით, შეცდომა ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანები შეცდომებს უშვებენ ყოველდღიურად.

რატომ ეშვებიან წარმატების მიღწევის შემდეგ ადამიანები ფსკერზე – რიჩარდ სენტ ჯონის რეკომენდაციები

რიჩარდ სეინტ ჯონი მიიჩნევს, რომ წარმატების მიღწევის შემდეგ ადამიანები ფსკერზე ეშვებიან, ამის მიზეზი კი ის ფაქტორია, რომ წარმატებას აღიქვავენ, როგორც ცალმხრივ მოძრაობას

რა ჩაანაცვლებს მენეჯმენტური მმართველობის სტილს – დენიელ ფინკის რეკომენდაციები

სპიკერი დენიელ ფინკი მიიჩნევს, რომ მოტივაციის ამაღლებაზე მენეჯმენტური მმართველობის სტილზე მეტად თვითმართველობა მუშაობს. მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ მოტივაციის საკითხებში, ამბობენ რომ თანამშრომლებთან ურთიერთობაში მეტად მომგებიანია შინაგან მოტივაციაზე დაყრდნობილი მიდგომა. კერძოდ, საქმე უნდა კეთდებოდეს იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვანია, მოგვწონს და საინტერესოა. ამის შესახებ მან TED-ზე ისაუბრა.

ნამდვილ ლიდერებს აქვთ შთაგონების უნარი – საიმონ საინეკის რეკომენდაციები

საიმონ საინეკი მიიჩნევს, რომ ნამდვილ ლიდერებს  ნებისმიერ დროში აქვთ შთაგონების უნარი. მათი ქცევა ერთმანეთს ჰგავს. მათ აქვთ მიზანი და სჯერათ მისი განხორციელების. ამის შესახებ მან TED-ზე გამოსვლისას ისაუბრა. 

უნდა ჰქონდეთ თუ არა პედაგოგებს მაგია – კრის ემდინის რეკომენდაციები

კრის ემდინი მიიჩნევს, რომ მასწავლებლებმა უნდა ისწვალონ მაგია. იმისთვის, რომ მოსწავლეები დააინტერესონ, უნდა გადადონ ძველი მიდგომები და მოსწავლების, სტუდენტების თვალით შეხედონ სასწავლო პროცესს. ამის შესახებ მან TED-ზე ისაუბრა.

რატომ არ უნდა დანებდეთ – წარმატებული ადამიანები სირთულეებს არ უშინდებიან

ბერძენი ორატორი და ძველი ათენის სახელმწიფო მოღვაწე დემოსთენე მეტყველების პრობლემებით დაიბადა.  სწორედ ამიტომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ იგი სახელს სწორედ ორატორობით გაითქვამდა.  სხვადასხვა წყაროების თანახმად, სწორედ მეტყველების პრობლემის გამო მისი ერთ-ერთი გამოსვლა იმდენად არ მოეწონა საზოგადოებას, რომ მას დასცინეს და ქვებიც კი დაუშინეს.

შეწყვიტე ფიქრი, თუ რას იტყვიან სხვები

წარმატებული ადამიანები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს არ ეშინიათ განიცადონ მარცხი, მათ აშინებთ გარშემომყოფების შეხედულებები. საჭიროა გააანალიზოთ, რისი გეშიანიათ, თუ თქვენი შიშები დაკავშირებულია ხალხის აზრთან, შეეცადეთ დაძლიოთ, იმოქმედოთ თქვენი სურვილებისა და მიზნების ასრულების მიმართულებით.