ლიკამ არჩევანი მაინც ლუნდის უნივერსიტეტზე შეაჩერა, რადგან პროგრამა თანხვედრაშია მის საკვლევ ინტერესებთან და ამავე დროს, მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგით 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.
„ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენონ და არ შეუშინდნენ გამოწვევებს, რადგან წარუმატებელი მცდელობაც კი, მომავალი წარმატების საწინდარია“ - ამბობს ანა მაისურაძე.
გვანცამ 2020 წელს ESM-ის ფინანსების კონცენტრაცია დაამთავრა. დამამთავრებელ კურსზე მან KPMG-ში დაიწყო მუშაობა და გასულ წელს უკვე სენიორ აუდიტორი გახდა, ორმაგი დაწინაურებით.
თავისუფალი უნივერსიტეტის ცნობით, პროგრამაზე ძირითადად აქცენტი machine learning-ზეა და საბაც გეგმავს, მომავალში ამ მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა და გამოცდილება.