პროტესტის მონაწილეებმა აქციის დროს დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები მოიტანეს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებული პირების გათავისუფლება.
„კურიერი“ დაჭრილის დედას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პირი, რომელიც მის შვილს თავს დაესხა, ნაცისტური დაჯგუფების წევრია. მისი თანმხლები პირები კი თავდასხმის მომენტში ნიღბებით იყვნენ.