LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბაკურ მიქაძე უხელმძღვანელებს

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

საუკეთესო მობილბანკი ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები მიიღო

წელს საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ჯილდო მიიღო.

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა

დავით ვარდიაშვილს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის ღირებულება 56 000 ლარს აღემატება.

ვახტანგ ცინცაძე: „საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით განვითარებას, რაც ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას“

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია  საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.

დასაწყისი ახლოსაა, მთავარია გჯეროდეს

დიდი თავგადასავლები ყოველთვის ერთი პატარა ნაბიჯით იწყება; ნაბიჯით, რომელსაც სჭირდება სითამამე, რწმენა და ის ძალა, რომელიც გვერდში მყოფი ადამიანებისგან მოდის.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლბ კაპიტალი თბილისში სასაწყობე პროექტს ახორციელებს

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 14 მილიონი ლარია, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 8.5 მილიონ ლარს შეადგენს.
მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა

„ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.“

თიბისის სპეციალური საპრიზო კატეგორია ახალი თაობის მხარდასაჭერად AD BLACK SEA 2025-ზე

11-დან 13 სექტემბერის ჩათვლით, ბათუმი ქვეყნის შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია თიბისი. ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს.

გრადუსებით გაზომილი ქეშბექი – VELI.store-ზე თიბისი განაწილებით შოპინგისთვის საუკეთესო ამინდია

29-30 აგვისტოს, თიბისი განაწილებით VELI.store-ზე შოპინგისას, იმდენ პროცენტიან ქეშბექს დაიბრუნებთ (მაქსიმუმ 100 ლარი), რამდენი გრადუსი ტემპერატურაც იმ მომენტში თბილისში დაფიქსირდება.

„როგორც მე მსურს“ – საკუთარი გზის შექმნის ისტორია „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალ ვიდეორგოლში

ვიდეორგოლის მთავარი გმირი მთამსვლელია – ადამიანი, რომელიც სხვის კვალს არ მიჰყვება და თავად ქმნის საკუთარ გზას. პარალელურად, კადრებში ჩნდება Toyota Land Cruiser Prado, რომელიც ისეთივე შეუჩერებელი და გამძლეა, როგორიც თავად გმირი.

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-12 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მე-12 ნაკადზე მონაწილეთა მიღება დაიწყო. ამჯერად, პროგრამა 16, 17 და 18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება.