LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი

Microsoft-ის გლობალურმა შეფერხებამ სახელმწიფო უწყებები და ბიზნესები დააზარალა

Microsoft-ის ელექტრონული ფოსტისა და სხვა სერვისების მასშტაბური შეფერხება დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების საქმიანობაზე აისახა. პრობლემები ძირითადად Microsoft 365-ის სერვისებს, მათ შორის Outlook-ს, Teams-სა და Copilot-ს შეეხო.

თბილისში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

13-14 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯიაში" სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა - Agro/Food/Drink/Tech Expo გაიმართება.

CHERY-ის ახალი შოურუმი თბილისში: „სენა ავტო ჯგუფმა“ 20 წლის იუბილე ახალი მოდელებით აღნიშნა

7 ნოემბერს თბილისში, „სენა ავტო ჯგუფმა“ CHERY-ის ახალი შოურუმი საზეიმოდ გახსნა. ღონისძიება კომპანიისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: 2026 წელს „სენა ავტო ჯგუფი“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, CHERY კი 2025 წლიდან მისი ექსკლუზიური დისტრიბუციით არის წარმოდგენილი საქართველოში.

Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი გადადგა

Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა. Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის წასვლას ნიშნავს და გაურკვევლობას ქმნის მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის მომავალთან დაკავშირებით.

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი – საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს საბანკო სერვისებით სარგებლობის კიდევ უფრო მოქნილ შესაძლებლობებს სთავაზობს. M, L და SUPER ნაკრებების, ასევე Student Card-ისა და SOLO პაკეტების მფლობელებს საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის გადაცვლა სპეციალური პირობებით შეუძლიათ.

რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე – საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება

როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ჯანსაღი კვებითი ჩვევები, როგორ მოვიქცეთ, თუ ის კონკრეტულ საკვებზე უარს ამბობს და რა გავლენა აქვს კვების დროს ეკრანის გამოყენებას მის ქცევაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მშობლებს ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr. Nutrition, ესაუბრება.

Anthropic საფონდო ბირჟაზე $1.4 ტრილიონამდე შეფასებით გამოდის

Claude-ის ჩატბოტის შემქმნელი IPO-ს ფარგლებში 825 მილიონი აქციის გაყიდვით 64.4 მილიარდ დოლარამდე მოზიდვას გეგმავს. აქციების ფასი 70-დან 78 დოლარამდე განისაზღვრება, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებას მაქსიმუმ 1.4 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის.

ვინ არის ჯენსენ ჰუანგი, Nvidia-ს მილიარდერი დამფუძნებელი, რომლის ცხოვრებაც რთული ბავშვობიდან ტექნოლოგიურ მწვერვალამდე მივიდა

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ხელოვნური ინტელექტის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მისი კომპანია, რომლის ჩიპებიც AI ტექნოლოგიების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნესად იქცა. თუმცა ჰუანგის ისტორია მხოლოდ ტექნოლოგიურ წარმატებას არ უკავშირდება, ის ბავშვობის სირთულეებს, შრომას, ოჯახსა და გამორჩეულ კარიერულ გზას აერთიანებს.

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

ბიზნესების ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს  მეწარმეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

მფრინავი ავტომობილები დუბაის გზებზე – ქალაქი ახალი რეგულაციების შემუშავებას იწყებს

ერთ-ერთი მთავარი საკითხია, საკმარისი იქნება თუ არა ჩვეულებრივი მართვის მოწმობა, თუ მფრინავი ავტომობილებისთვის სპეციალური ლიცენზიის შემოღება გახდება საჭირო

Web Summit არის უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების სფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს და აქ საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს – ირაკლი ნადარეიშვილი

ლისაბონში მიმდინარე Web Summit არის უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების სფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს და აქ საქართველო მეოთხე წელია, ეროვნული პავილიონითაა წარმოდგენილი.

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა – „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო

ავტომობილებისა და ინჟინერიის სამყაროს გაცნობა, ექსპერიმენტები და პრაქტიკული გამოცდილება – „თეგეტა აკადემიაში“ ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის კურსი უკვე დაიწყო. პროგრამა 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნა, რომლებსაც აინტერესებთ ავტომობილები, ტექნიკა, მექანიზმები და სურთ, უკეთ გაიგონ, რა დგას მათი მუშაობის უკან.