LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი

„საქართველოს ბანკმა“ Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს

„დანაზოგებს აბსოლუტურად არაფერი არ ემუქრება, დაგროვებითი პენსია როგორც მუშაობდა, ისე იმუშავებს აქტიურად“ – ზაზა ლომინაძე

საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. შესაბამისი პროექტის განხილვას დეპუტატები ორშაბათს, ჯანდაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით განაახლებენ.

თიბისიმ შოვში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება დაიწყო

რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად თიბისი ბანკში გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე დღეისათვის 700 000 ლარია შეგროვებული. აქედან, თიბისის დონაცია 500 000 ლარს შეადგენს.

Tasteit გაეშვა – აპლიკაციაში ხუთ დღეში მომხმარებლების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა

Tasteit App-ში, რომელიც ადამიანებს კულინარიული გამოვნების მიხედვით აკავშირებს, გაშვებიდან ხუთ დღეში მომხმარებლების რეკორდულად დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა.

„პროგრესი არის“ – კელი დეგნანის თქმით, საელჩო აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხზე აქტიურად მუშაობს 

„ვისაც აშშ-ში აუფრენია, ყველა დაადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენა საკმაოდ კარგი იქნებოდა“

ვიდეო: ქართული გასტრონომია, კულტურა და ღვინის დაყენების ტრადიციები „ევრონიუსის“ ობიექტივში – გავლენიანი ტელევიზია ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს

სიუჟეტით არხის მილიონობით მაყურებელს საშუალება ექნება გაიცნოს ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები, ქალაქის ძველი და თანამედროვე სახე, ქართული გასტრონომია, ფოლკლორი და ღვინის დაყენების 8000 წლოვანი ტრადიცია.

„იმის გარანტი, რომ საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება, არის კანონი, ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო, რომელშიც კვალიფიციური ექსპერტები შედიან“ – საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი 

„მიუხედავად იმისა, რომ 6 სექტემბერს პორტფელის არჩევის ვადა იწურება, კანონში ცვლილებების გატარების შემდეგ, მონაწილეს ნებისმიერ დროს, მუდმივ პერიოდში პორტფელის შეცვლის საშუალება ექნება“

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს – საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორი „საქართველოს ბანკია“

იმისთვის რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და ეს ისტორიული დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში,  26 და 28 აგვისტოს თამაშების ღია ჩვენება გაიმართება.