საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
მიკრობანკმა ემბისიმ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, კერძო მეწარმეებსა და თვითდასაქმებულ პირებს ბიზნეს პროდუქტების განახლებული ნაკრები წარუდგინა.
ბიზნესმომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალით სარგებლობა.
ავსტრალიელმა მევიოლინემ ანაბელ ტრევისმა 350 000-ზე მეტ კონკურენტს აჯობა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სამსახური მიიღო - ის რეპერ სნუპ დოგის ნაყინის ბრენდის, Dr. Bombay-ის პირველი საერთაშორისო დეგუსტატორი გახდა. ამ სამსახურში მას თვეში 10 000 დოლარს გადაუხდიან.
საქართველოს საპენსიო ფონდი მონაწილეებს კიდევ ერთხელ ახსენებს პირადი გვერდის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დაგროვებითი პენსიის მართვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 53 ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტია.
საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, სადგურის ტერიტორიაზე 270 კვიპაროსის ნერგი დაირგო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ტემპერატურის კლებასთან ერთად, ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ცივი სეზონი მანქანის ტექნიკური გამართულობის მიმართ დამატებით ყურადღებას მოითხოვს, რადგან დაბალ ტემპერატურაზე წარმოქმნილმა პრობლემებმა შესაძლოა, როგორც გადაადგილებისას შეგვიქმნას დისკომფორტი, ისე უსაფრთხოების რისკები გაზარდოს.