07.11.2018
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ შემადგენლობაში შემავალი რადიოსადგურების მენეჯერები თავიანთ საყვარელ ფილმებს გირჩევენ. ბუნებრივია ამ ჩამონათვალში მათი საყვარელი ძალიან ბევრი მაგარი ფილმი ვერ მოხვდა. ისე კი საინტერესოა, რომ 6 ადამიანის შერჩეულ 5-5 ფილმიდან მხოლოდ ორი ფილმი დაემთხვა. ესენია „გაქცევა შოუშენკიდან“ და „პიანისტი“. ჟანრების თანხვედრა ბევრია, თუმცა განსხვავებული მიმართულების ფილმებიც საკმარისად დასახელდა. ერთადერთი, რაშიც ძნელია შეკამათება, ის გახლავთ, რომ ყველა ნახსენები ფილმი მართლაც რომ სანახავია, ზოგიერთი კი უბრალოდ შედევრია და კიდევ დიდხანს გაუძლებს დროს.

