რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ შემადგენლობაში შემავალი რადიოსადგურების მენეჯერები თავიანთ საყვარელ ფილმებს გირჩევენ. ბუნებრივია ამ ჩამონათვალში მათი საყვარელი ძალიან ბევრი მაგარი ფილმი ვერ მოხვდა. ისე კი საინტერესოა, რომ 6 ადამიანის შერჩეულ 5-5 ფილმიდან მხოლოდ ორი ფილმი დაემთხვა. ესენია „გაქცევა შოუშენკიდან“ და „პიანისტი“. ჟანრების თანხვედრა ბევრია, თუმცა განსხვავებული მიმართულების ფილმებიც საკმარისად დასახელდა. ერთადერთი, რაშიც ძნელია შეკამათება, ის გახლავთ, რომ ყველა ნახსენები ფილმი მართლაც რომ სანახავია, ზოგიერთი კი უბრალოდ შედევრია და კიდევ დიდხანს გაუძლებს დროს.
რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული კინოგემოვნება აქვს, თუმცა დეტექტივი სწორედ ის ჟანრია, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ ყველა დროის საუკეთესო დეტექტივებს, რათა მთავარ პერსონაჟებთან ერთად სცადოთ ჩახლართული საქმეების გამოძიება.
ჩარლი ჩაპლინის და ფედერიკო ფელინის, ალფრედ ჰიჩკოკის და სტენლი კუბრიკის ფილმები დიდი ხანია მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკად თვლება, რადგან ათწლეულების მიუხედავად დღესაც პოპულარობით სარგებლობენ მაყურებელში. მართალია, 21-ე საუკუნეში, როცა მნიშვნელოვნად დაიხვეწა კინემატოგრაფიული ხერხები და ბევრად მარტივია ფილმის გადაღება, რეჟისორები მუდმივად ახალი და ორიგინალური იდეებით ანებივრებენ მაყურებელს, მაგრამ საინტერესოა, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მათი ფილმები შედევრად. გთავაზობთ, ფილმების ნუსხას, რომელთაც კრიტიკოსების აზრით, კინოკლასიკად ქცევის ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
მართალია, სულ რამდენიმე დღის წინ „ოსკაროსანმა“ ჯულია რობერტსმა ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა, მაგრამ ძველებურად ფანტასტიურად გამოიყურება და კარიერასაც წარმატებით აგრძელებს. გთავაზობთ არაჩვეულებრივი მსახიობის რვა საუკეთესო ფილმს.
სიყვარული მშვიდიც შეიძლება იყოს და ფაქიზიც, უპასუხოც და ტრაგიკულიც, თუმცა არსებობს ყოვლისმომცველი ვნება, რომელიც ყველაფერს ანადგურებს შეყვარებულების ცხოვრების ჩათვლით. გთავაზობთ ფილმების ნაკრებს, რომელთა პერსონაჟები მზად არიან ყველაფერი დათმონ წამიერი ბედნიერებისთვის.
კარგი ფილმი არა მხოლოდ დროის სასიამოვნოდ გატარებაში, არამედ ფიქრების მოწესრიგებაშიც გვეხმარება, რადგან ხშირად, ეკრანული პერსონაჟები უფრო მეტს გვასწავლიან, ვიდრე საუკეთესო პედაგოგები. გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა 30 წლის მიჯნაზე საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დააგროვოთ.
თუ გაინტერესებთ, როგორ მზადდება საუკეთესო კერძები ყველაზე რესპექტაბელურ რესტორნებში, მაშინ ჯერ „გემრიელი“ ფილმები ნახეთ, მერე თვითონ მოსინჯოთ ძალა კულინარიაში.
რა თქმა უნდა, თანამედროვე დედამ ბავშვსაც უნდა მოუაროს და სამაგალითო მეუღლეც იყოს, სამსახურშიც გამოიჩინოს თავი და მეგობრების მონახულებაც მოასწროს. თუმცა, ზოგჯერ საჭიროა მცირე პაუზის აღება, ამბიციებზე უარის თქმა და საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა, რაშიც ყველაზე უკეთ შემოთავაზებული ფილმები დაგეხმარებათ.
მართალია, ბევრი საერთოდ არ აღიქვამს ეროტიკულ კინოს სერიოზულად, მაგრამ ამ ჟანრშიც იქმნება საინტერესო ფილმები. გთავაზობთ, ცნობილი რეჟისორების ყველაზე „ეროტიკულ ნამუშევრებს“.
კინომოყვარულები და განსაკუთრებით საშინელებათა ჟანრის ფილმების მაყურებლები მოუთმენლად ელიან ახალი კინოპროექტების გამოსვლას. ამ მხრივ 2018 წელი მათ ნამდვილ საჩუქარს პირდება.
ამჯერად „ფორტუნამ“ შეარჩია 10 ფილმი, რომელიც რეალურ ამბავზეა აგებული და სადაც სიყვარული მთავარი თემაა. ამ ფილმებში გადმოცემული სიყვარულის ისტორია რეალური ამბებიდან იღებს სათავეს და შესაძლოა, ბევრი მათგანის შესახებ არაფერი იცით.
ჩვენ შევარჩიეთ 10 საოცრად ემოციური კინოსურათი, რომელიც უდაოდ იპოვის გზას ნებისმიერი ადამიანის გულამდე. ესაა ფილმები, რომელთა ნახვისას შეუძლებელია ცრემლების შეკავება.
ამბობენ, რომ ფილმის ყურებისას მამაკაცები არასოდეს ტირიან. ფაქტია, რომ ქალები უფრო ემოციურად აღიქვამენ სამყაროს და ცრემლებსაც ვერ იკავებენ ემოციური კადრებისას. ჩვენ შევარჩიეთ საოცრად სენტიმენტალური ფილმები, რომლებიც მამაკაცებსაც არ ტოვებენ გულგრილს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად მამაკები სწორედ ამ ფილმებზე ტირიან.