26.01.2018
2018 წელი კინოპრემიერებით იქნება დატვირთული, მათ შორის არის ისეთ კინოსურათები, რომელთა გამოსვლას კინომოყვარულები დიდი ხანია ელიან. ბევრი ამ ფილმებიდან უკვე გახდა „ოქროს გლობუსისა“ და კრიტიკოსთა გილდიის გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციებში და უმეტესობა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოსაც მიიღებს. „ფორტუნამ“ შეარჩია 10 გამორჩეულად საინტერესო კინოსურათი, რომელიც ეკრანებზე 2018 წელს გამოდის და რომელიც საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს საუკეთესო ფილმების არქივში.
