მსახიობის ნიჭს მაყურებელი დამაჯერებლობის მიხედვით აფასებს - თუ რამდენად სჯერა მისი ემოციების ეკრანზე. თუმცა ზოგჯერ, მსახიობებს ძალიან უმართლებთ, რადგან სცენარით გაწერილ გრძნობებს რეალურ ცხოვრებაშიც განიცდიან.
გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გადმოსცემენ საყვარელი ქალაქების ატმოსფეროს, იქნება ეს ხალხმრავალი მეხიკო თუ ნიუ-იორკი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფუსფუსით.
ზამთრის არდადეგები საუკეთესო დროა წლის მთავარი სერიალების სანახავად. გთავაზობთ 10 საუკეთესო პროექტს, რომელთა უმრავლესობა "ოქროს გლობუსის" პრემიაზეა წარდგენილი.
თუ არ გაქვთ ახალი წლის აქტიურად დასაწყების განწყობა, გირჩევთ მოტივაცია ფილმეში ეძიოთ, რომელთა პერსონაჟებმა სირთულეების მიუხედავად მაინც შეძლეს წარმატების მიღწევა.
იანვარი გამორჩეული იქნება მსოფლიო კინოპრემიერებით. მათ შორის იანვარში დაგეგმილია ისეთი ფილმებისა და სერიალების პრემიერებიც, რომელსაც უკვე წლებია ველით. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ფილმებს, რომელთა ნახვაც კინომოყვარულებს იანვარში ელით.
გთავაზობთ ფილმების ნაკრებს, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს არა მხოლოდ მსოფლიო კინოს ისტორიაში, არამედ მაყურებლის მეხსიერებაშიც. წარმოდგენილი ფილმები იმდენად პროვოკაციული და წინააღმდეგობრივია, რამდენადაც ლამაზი და სანახაობრივი, რადგან ყველა ნამუშევარი დიდი ოსტატობითა და დახვეწილი გემოვნებითაა შექმნილი.
აცივებასთან ერთად, განწყობაც იცვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პეიზაჟი ფანჯრიდან ნებისმიერს, მათ შორის ყველაზე დიდ ოპტიმისტსაც უფუჭებს განწყობას. მოწყენილობის დამარცხების საუკეთესო საშუალება ცხელი ჩაი, გემრიელი ორცხობილა და სეზონისთვის შესაბამისი „მყუდრო“ ფილმებია.
კინემატოგრაფის ისტროიაში რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ უამრავ კინოსურათს შეხვდებთ. ზოგიერთ შემთხვევაში რეჟისორები სიუჟეტს რადიკალურად ცვლიან, თუმცა, არის ფილმები, სადაც რეალური მოვლენები ეკრანზე ერთი ერთშია გადმოტანილი. „ფორტუნამ“ რეალურ მოვლენებზე აგებული 10 საუკეთესო ფილმი შეარჩია.
ალბათ, შემოდგომა საუკეთესო სეზონია ცოტა ნაღვლიანი, სენტიმენტალური ფილმების სანახავად, როცა ცხელი ყავის ან ჩაის ფინჯანით ხელში, ეკრანთან მოკალათებული თვალს გადაავლებთ საყვარელ მელოდრამებსა და ლირიულ ისტორიებს.
3 ნოემბერს მსოფლიო ეკრანებზე აგატა კრისტის გახმაურებული რომანის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ ახალი ეკრანიზაცია გამოდის. კენეტ ბრანის ახალ ფილმში ლეგენდარული დეტექტივის, ერკიულ პუაროს როლს თავად რეჟისორი განასახიერებს. რაც შეეხება ფილმში მონაწილე სხვა მსახიობებს, ცნობილია, რომ 2017 წლის რიმეიქში მთავარ როლებს პენელოპა კრუსი, უილიამ დეფო, ჯუდი დენჩი, ჯონი დეპი, მიშელ ფაიფერი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ. მოდით ერთად გავიხსენოთ აგატა კრისტის რომანების მიხედვით შექმნილი საუკეთესო 5 ფილმი, რომელმაც ბრიტანელი ავტორის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.
„ფორტუნამ“ შეგირჩიათ 10 ცნობილი წიგნის ეკრანიზაცია, რომელიც რომანს არაფრით ჩამოუვარდება. ეს ფილმები განსაკუთრებულია იმითაც, რომ ბევრი მათგანის შექმნაში თავად ამ რომანების ავტორებიც მონაწილეობდნენ.