რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელის წევრები ზიკო ჯანელიძე, ლუკა ქალიაშვილი, გიორგი სოსელია, გიორგი ნადირაძე და კაპელის ხელმძღვანელი ციცი ფალავანდიშვილი სტუმრობდნენ სიმღერების „კვარაკუნჩხას“ და „ბლის კუნწულას“ პრემიერით.
რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თოდუას კლინიკის ონკოლოგი, ასოცირებული პროფესორი მაკა აბულაძე სტუმრობდა, რომელმაც ე.წ. „ლურჯ მარტსა“ და კოლორექტული კიბოს ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რა ეტაპზეა ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი - ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა ისაუბრა.
რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 9-10 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა და ახალი სიმღერები „შენი სურათი“, „კარგად იყავი“ და „ვერ შეგელევი“ შესთავაზა მსმენელს.
რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ მოცეკვავე, ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი ნინო სამადაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ კარიერასა და გასული წლის გასტროლებზე ისაუბრა.