მშობლებს ხშირად აინტერესებთ, როგორ განსაზღვრონ ბავშვის საჭიროებები. ამ თემაზე ხშირია რეკომენდაციები ფსიქოლოგებისგან. გთავაზობთ გადაცემის "7 რჩევა ფსიქოლოგისგან" წამყვანის მარტა ქარუმიძის ბლოგს მშობლებისთვის.
ადამიანის მორალის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე უშუალო გავლენას ახდენს პიროვნული ურთიერთობები. ჩვენი მორალური რწმენების უმრავლესობა ფორმირდება ადრეული ასაკიდანვე და იმ ადამიანების გავლენით, ვინც ჩვენ გარშემოა, მშობლებისგან, მეგობრებისგან. ამ თემაზე "ფორტუნას" ფსიქოლოგი რუსო სამხარაძე ესაუბრა.
ყველა მშობელს სურს რომ მისი შვილი ზრდილობიანი და თავაზიანი იყოს, თუმცა რას ვაკეთებთ ამისათვის? ბავშვისთვის რთულია მხოლოდ თეორიის მიწოდება, საჭიროა ავუხსნათ და თან ჩვენს მაგალითზე ვასწავლოთ. ბავშვები იზრდებიან და მშობლების ქცევას აკვირდებიან, სწავლობენ და იმეორებენ.
„მიყვარდა წიგნი და წიგნმა გადამარჩინაო“ - ნათქვამია და ასეა. ახლა ისეთი დრო დადგა, ინფორმაციის მიღების წყარო ბევრნაირია და თითქოს უფრო მარტივი, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ წიგნები ჩვენი ცხოვრების არსს შეადგენენ.
როგორ უნდა დაძლიონ ბავშვებმა პრობლემები და რა როლი აქვს ამ ყველაფერში მშობლის სიტვას - ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში "7 რჩევა ფსიქოლოგისგან" ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.
ძალიან ადვილია შეგვიყვარდეს ნარცისი. ურთიერთობის პირველ სტადიაზე, ნარცისი ყოველთვის ცდილობს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს – ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენში, აქაც პირველობას ცდილობს. ნარცისს აუცილებად სჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელიც მისთვის ბევრ რამეს გააკეთებს, საკუთარ მნიშვნელობასა და ეგოს გაუძლიერებს. სხვანაირად ნარცისი ვერ კმაყოფილდება, რადგან არა აქვს უნარი, თავად გაძლიერდეს ემოციურად.
ბავშვებმა უნდა ისწავლონ საკუთარი სურვილების გადავადება, რომ გარკვეული მიზნის მიღწევისთვის საჭიროა ძალისხმევა და შრომა. გარდა ამისა, როდესაც ბავშვს ყველა სურვილი უსრულდება, მისი ქცევა ხდება მანიპულატორული, იცის, როცა მოითხოვს აუცილებლად შეუსრულდება, კარგავს ინტერესს და აღარ რჩება ოცნება, რასაც შემდგომ მოყვება გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები.