ინკლუზიური დასი „ცხოვრება მშვენიერია“ დაარსდა 2022 წლის დეკემბერში, დასი აერთიანებს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირსა და ბავშვს ასევე რამდენიმე პროფესიონალ მსახიობს.
24 მაისს ანალოგიური პროგრამით კონცერტი ქალაქ თელავში გადაინაცვლებს, სადაც თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში რიგით მესამე კონცერტი ჩატარდება.
პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა, პროექტის დასკვნითი საღამო კი თბილისში, კონსერვატორიაში, 5 დეკემბერს შედგება.