სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტზე, რომელსაც სვიმონ ჯანგულაშვილი ხელმძღვანელობს, შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები.
ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში ქალაქ ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში კი ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების გალა კონცერტი გაიმართება.
9 დან 19 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მეხუთედ გაიმართება.