ორგანიზატორები ზაფხულის ყველაზე ცხელ ივენთს გვპირდებიან და ამბობენ, რომ ენერგიას არ დაიშურებენ, რათა 26 ივლისს, ანაკლიის მთვარის შუქზე აჟღერებული მუსიკალური ჰანგები დაუვიწყად მოგონებად დაგვრჩეს.
რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა უდიდესი წარმატება მოიპოვა - გუნდი European Choir Games & Grand Prix of Nations Aarhus 2025–ის გამარჯვებული გახდა. საერთო ჯამში, გუნდმა 2 ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ორკესტრს ცნობილი პოლონელი მაესტრო - პაველ კოტლა დირიჟორობდა. სოლისტები კი იყვნენ მარეკ შლეზერი (ფორტეპიანო) და იან კალინოვსკი (ჩელო), რომლებიც საერთაშორისო სცენებზე Cracow Duo-ს სახელით გამოდიან.