24 მაისს ანალოგიური პროგრამით კონცერტი ქალაქ თელავში გადაინაცვლებს, სადაც თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში რიგით მესამე კონცერტი ჩატარდება.
პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა, პროექტის დასკვნითი საღამო კი თბილისში, კონსერვატორიაში, 5 დეკემბერს შედგება.