„გამოვთქვამთ მზაობას, რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ მის თავხედურ თავდასხმებზე რომელსაც ახორციელებს მაშინ, როცა G20 იკრიბება, რათა გაუმკლავდეს ომის ფართო ზემოქმედებას“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ალიანსი აკვირდება სიტუაციას და ჩვენი მოკავშირეები მჭიდროდ ახორციელებენ კონსულტაციებს, - ასე ეხმაურება NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნას.
ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას.
პოლონეთ-უკრაინის საზღვართან რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებენ.
"ხერსონმა მოვლენები ძალიან დააჩქარა. რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია. ჩვენ ვართ იმპერიის ჩამოშლის მოწმეები, რაც დიდი საოცრებაა. დიდება უკრაინას!" - წერს სააკაშვილი