LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომს უკვე 3 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა: გაერო

OHCHR-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე ომის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. გაეროს ცნობითვე, დაშავდა 4 062 ადამიანი.

ომის დანაშაულში ბრალდებულმა რუსმა ჯარისკაცმა მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია უკრაინელ ველოსიპედისტზე, რომელიც მოგვიანებით მოკლული ნახეს.

ბრიტანეთის დაზვერვა: მარიუპოლში ჩეჩნებს კადიროვის ბიძაშვილი მეთაურობდა, რაც რუსეთის ჯარის პრობლემებზე მეტყველებს

„ასეთი განსხვავებული პერსონალის საბრძოლო ყოფნა მეტყველებს რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე უკრაინაში და, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ფრაგმენტული სარდლობის შექმნას, რომელიც აგრძელებს რუსეთის ოპერაციების შეფერხებას.“– ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ორ დღეში “აზოვსტალიდან” 959 მებრძოლი ჩაბარდა

რუსეთის თავდაცვის უწყების სპიკერი ამბობს, რომ 51 მებრძოლს სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა და ისინი ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„თავზე იარაღი დამადეს, სამჯერ გასროლის ხმა გავიგე“ – HRW-ის ანგარიში რუსეთის დანაშაულებზე და ტყვეობას გადარჩენილი ადამიანების ისტორიები

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ოკუპანტების მიერ ჩადენილი სასტიკი, უკანონო ქმედებები შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული.

„ბიჭმა დროშა, რომელიც მამამისს განშორებისას დააფარეს აიღო და ბოლოს და ბოლოს ტირილი შეძლო“ – 6 წლის ბუჩელი ბიჭუნას ამბავი, რომელიც გმირი მამის გარდაცვალების ადგილას 80 დღის შემდეგ მივიდა

დიმიტრის მამა, ვლადიმერ კოვალსკი, დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციების ვეტერანი იყო. 2016 წელს მან არაერთი მეიდანი გაიარა, როგორც დაზვერვის შემადგენლობაში აღმოსავლეთში, ასევე აფეთქდა ნაღმზე და დაკარგა ორივე ფეხის კიდური.

„რეგიონმა რუსულ ოჯახში თავისი კანონიერი ადგილი დაიკავა“ – რუსეთში ხერსონის ანექსიაზე საუბრობენ

რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინის ხელმძღვანელობით ხერსონში ჩავიდა და ქარხნების ამუშავების, გზებისა და ხიდების აღდგენის შესახებ არაერთი პროპაგანდისტული განცხადება გააკეთა.

რატომ შეწყდა რუსეთთან მოლაპარაკებები – პოდოლიაკმა სამი მიზეზი დაასახელა

დღეს, ზოგადად, საუბარი არ არის უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკების პროცესიდან „გაყვანაზე ან არ დატოვებაზე“, არამედ საუბარია მხოლოდ მიზანშეწონილობაზე და კონკრეტულობაზე ამ ეტაპზე. იქნება სპეციფიკა – გაგრძელდება პოლიტიკური მოლაპარაკებები“, – განმარტა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა. 

ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ცვლილებებს, რომელიც ტერორიზმისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

თუ ადრე სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა დანაშაულის მომზადებისთვის, ახლა ეს მუხლები შეტანილია გამონაკლისების სიაში. ცვლილებები ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში, ოფიციალური გამოქვეყნებიდან ძალაში ათი დღის შემდეგ შევა.

რეზნიკოვი: ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის.. ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გახანგრძლივების უფლებას

ვართ ძალიან დაინტერესებული მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით, - არნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ვიდეო – ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება „აზოვსტალში“, დაიტოვეთ თქვენთვის. 2-3 დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი: ანდრეი ბილეცკი

მისივე განმარტებით, ახლა მთავარი ამოცანაა, „ფოლადის ადამიანების“ გადარჩენა, რადგან ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან უკრაინას.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო უზენაეს სასამართლოს სთხოვს, “აზოვის” პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

"ამასთან, განიხილება რუსეთის ფედერაციაში ბატალიონის საქმიანობის აკრძალვა".